fbpx
პოზიტივისაბერძნეთისაზოგადოება

წელს საშობაოდ ქალაქს ელენა პაპარიზუ და სტანი გაანათებენ!

ვოლოსი შობა-ახალი წლის გრანდიოზული აღნიშვნისთვის ემზადება. შთამბეჭდავი მუსიკალური შოუ ხუთშაბათს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ელენა პაპარიზუ და სტანი მიიღებენ. წვეულებაზე უამრავი გამოჩენილი ადამიანი იქნება, განსაკუთრებული სტუმარი კი საკის რუვა.

ორი პოპულარული ვარსკვლავი ღილაკს დააჭერს და ქალაქს გაანათებს. ამ წლის საშობაო დეკორაცია მაღალი ნაძვის ხისგან შედგება, რომელიც 34 მეტრს აღწევს. ასევე იქნება “ლურჯი ცის” დეკორაციები ცენტრალურ ხალხმრავალ ქუჩებში.

მთლიანად შოუ 50 მუსიკოსის, 100 ვოკალური გუნდის, 60 მოცეკვავისგან შედეგება.

ხუთშაბათს მაყურებელს დაუვიწყარი წარმოდგენა ელის და როგორც ვოლოსიდან იტყობინებიან, ტელევიზიით მისი გადაცემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდება.

onalem

ტესტ