fbpx
საზოგადოება

სერიოზული ავარია ათენში – მოტოციკლის მძღოლი შეჯახების შედეგად 30 მეტრზე გადავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, სერიოზული ავტოავარია კიფისოს გამზირზე მოხდა. ირკვევა, რომ ჯიპის ტიპის ავტომობილი ამობრუნდა და შუქნიშნის ბოძს შეასკდა, რამაც მისი ჩამონგრევა გამოიწვია გზის მეორე მხარეს.

სამწუხაროდ, უიღბლო აღმოჩნდა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მოტოციკლის მძღოლი, რომელსაც სწორედ იმ დროს უნდა გაევლო შუქნიშანთან, შედეგად, ცხადია, ჩამონგრეულ ბოძს დაეჯახა და დაახლოებით 30 მეტრზე გადავარდა.

მედია იუწყება, რომ დაშავებულია როგორც ავტომობილის, ასევე მოტოციკლის მძღოლი, თუმცა, მათი მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. მამაკაცს, რომელიც მოტოციკლს მართავდა, ეხურა შლემი, რამაც, სავარაუდოდ, მისი სიცოცხლე იხსნა.

onalem

ტესტ