fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: სად იპოვეს ზვიგენი, რომელიც 4 მეტრი და 436 კილოგრამია?!

ნავის მგზავრები თვალებს არ უჯერებდნენ, როცა მათ თვალწინ უზარმაზარი ზვიგენი ამოტივტივდა. თავდაპირველად შეეშინდათ, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ მკვდარი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ზვიგენის ეს სახეობა კუნძულ როდოსზე იპოვეს. ის გვხვდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც ზღვის ტემპერატურა ზომიერია.

ნავის მგზავრებმა ზვიგენი კავურაკიას პლაჟამდე წაიღეს.

ადგილზე სპეციალურმა სამსახურმა ექსპერტიზა ჩაატარა და ვერანაირი გარეგანი დაზიანება ვერ აღმოუჩინეს, რაც მის სიკვდილს გამოიწვევდა.

ზვიგენის სიგრძე 4 მეტრი, ხოლო წონა 436 კილოგრამია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ზვიგენები ადამიანისთვის საშიში არ არის.

onalem

ტესტ