fbpx
საზოგადოება

ავარიული დაჯდომა კუნძულ კარპათოსზე – პილოტმა რეისის შესრულება ვერ შეძლო

დღეს დაახლოებით 15:00 საათზე საბერძნეთის კუნძულის, კარპათოსის აეროპორტმა კრეტადან მომავალი თვითმფრინავის ეკიპაჟისგან მიიღო თხოვნა, მიეცათ საშუალება ავია ხომალდისთვის, რომ იქ დამჯდარიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძნული ავია კომპანიის თვითმფრინავი ირაკლიო-როდოსის რეისს ასრულებდა, რომლის ბორტზეც 47 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან კი ერთი ჩვილი.

აფრენიდან რამდენიმე წუთში პილოტმა მოითხოვა ნებართვა, რომ კარპათოსზე დამჯდარიყო და აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

როგორც ცნობილია, ეკიპაჟმა ისეთი პრობლემა შენიშნა, რომლის ფონზეც ფრენას ვერ გააგრძელებდნენ.

მგზავრები ამ დრომდე ვერ ახერხებენ როდოსზე გამგზავრებას.

onalem

ტესტ