fbpx
საზოგადოება

“აგრძელებენ ჩემი სახელის გასვრას, ეს არის თაღლითობა”- აღშფოთებული ფეი სკორდა პირდაპირ ეთერში

ფეი სკორდა აღშფოთებულია ფაქტით, რომ მის სახელს იყენებენ სხვადასხვა მედიკამენტებისა და სასმელების კამპანიებში, რომლებიც წონაში კლებას ემსახურება. სინამდვილეში, სკორდას არასოდეს ჰქონია კავშირი მსგავს რამესთან და პირდაპირ ეთერში ამაზე კომენტარი გააკეთა:

“აგრძელებენ ჩემი სახელის გასვრას და აღრევას მსგავს თემებში, ეს დიდი თაღლითობაა. არასოდეს მიმიღია აბები და სასმელები, რომლებიც წონაში კლებას ემსახურება. არასოდეს მითანამშრომლია მსგავს კომპანიებთან. ძალიან ბევრი მწერს ამის შესახებ და ყველას ვეუბნები, რომ სინამდვილეში კავშირი არ მაქვს. 

ამ ხალხს მოძიებული აქვთ ჩემი ფოტოები სხვადასხვა გადაცემებიდან, სადაც ვტირი, ინტერვიუებიდან, რომლებიც არასოდეს მიმიცია. მხოლოდ ის ინფორმაციაა ნამდვილი, რომელიც გესმით ამ გადაცემიდან, ტელეკომპანია ANT-იდან და ინსტარგამის ჩემი პირადი გვერდიდან. ყველაფერი სხვა არის თაღლითობა, რომლის საშულებითაც უნდათ, რომ მოგპარონ ფული და ზიანი მიაყენონ თქვენს ჯანმრთელობას,” აცხადებს ფეი.

 

onalem

ტესტ