fbpx
საბერძნეთი

ტესტი და კარანტინი საბერძნეთში შემოსვლისას – რა ზომებია ძალაში დღეიდან?!

საბერძნეთში ტურისტული სეზონის გახსნას უკვე უამრავი ტურისტის შემოდინება მოჰყვა. ქვეყანაში, ცხადია, მოქმედებს უსაფრთხოების ზომები, რომლებთან დაკავშირებითაც გარკვეული ცვლილებები 7 ივნისიდან შევიდა ძალაში. ისინი მთავრობის წარმომადგენელმა, არისტოტელია პელონიმ გამოაცხადა:

პირველ რიგში პელონიმ აღნიშნა, რომ 6 წელს ზემოთ ბავშვებს აქვთ ვალდებულება, რომ ჰქონდეთ გაკეთებული ტესტი კორონავირუსზე, მიუხედავად მათი მცირე წლოვანებისა.

მეორე – იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ტურისტი კორონავირუსის მატარებელია, სავალდებულო კარანტინის ვადა მცირდება 10 დღემდე, 14-ის ნაცვლად.

მესამე – შესაძლებელია ტურისტების შემოსვლა მონტენეგროდან ტესტის ან ვაქცინაციის სერთიფიკატის საშუალებით, რაც აქამდე აკრძალული იყო.

მეოთხე – ტურები დასაშვებია 20 ადამიანის მონაწილეობით, ნაცვლად 15-ისა, როგორც გუშინდელ დღემდე იყო ძალაში.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მოგზაურობა ჯერჯერობით შეუძლიათ მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს და მუდმივ მაცხოვრებლებს და ასევე შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებს: ავსტრალია, ჩრდილოეთ მაკედონია, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ამერიკის შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, კანადა, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, კატარი, ჩინეთი , ქუვეითი, უკრაინა, რუანდა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სინგაპური, ტაილანდი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მონტენეგრო.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, შემოსვლა შეუძლიათ მხოლოდ ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს.

 

onalem

ტესტ