fbpx
პოლიტიკა

“დეპორტი ყველა ემიგრანტს, რომელიც ქალს თავს დაესხმება” – ბოგდანოს მოთხოვნა

“ახალი დემოკრატიის” დეპუტატი, კონსტანტინოს ბოგდანო ითხოვს, რომ დაწესდეს ახალი კანონი, რომელიც განსაკუთრებით მკაცრი იქნება იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ქალებს ესხმიან თავს.

ბოგდანოს მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა პაკისტანელების მიერ 25 წლის გოგონაზე თავდასხმას, რომელთაც მისი გაუპატიურება სცადეს და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

დეპუტატის თქმით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ არსებობდეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა ემიგრანტს, რომელიც ქალს დაესხმება თავს, გადაიყვანენ სპეციალურ დაკავების იზოლატორში, სადაც იქნება სრულიად განმარტოებით, ვიდრე მისი დეპორტაციისთვის ფორმალობები დასრულდება და შემდეგ უკვე ქვეყნიდან გააძევებენ.

ამ ყველაფრის ფონზე, ბოგდანო იმედოვნებს, რომ გასაგები გახდება, რომ მსგავს ქცევას ბერძნულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს.

onalem

ტესტ