უკრაინელმა სამხედროებმა რუსული სატანკო ბატალიონის მეთაური დაატყვევეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ტყვედ აიყვანეს რუსეთის არმიის ცენტრალური სამხედრო ოლქის 35-ე მოტომსროლელი ბრიგადის სატანკო ბატალიონის მეთაური მაიორი ლეონიდ პეტროვიჩ შჩეტკინი.

მისი ტანკი კი გაანადგურეს. როგორც ჩრდილოეთის ოპერატიული სარდლობა იტყობინება, ბატალიონის მეთაური სასწაულებრივად გადარჩა.