fbpx
პოლიტიკა

კირიაკოს მიცოტაკი მოსახლეობას მიმართავს! რას ითხოვს და რაზე საუბრობს პრემიერი?

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი მოსახლეობას მიმართავს და ითხოვს, რომ ზომები, რომლებიც ქვეყანაში ამ დრომდე შენარჩუნებულია, დაიცვან შესაბამისად. მიცოტაკიმ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია მოდუნება, რადგან პანდემია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

“როგორც ჩანს ბევრ ჩვენს თანამემამულეს სჯერა, რომ პანდემია დასრულდა და თავი დავაღწიეთ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, ვხედავთ მნიშვნელოვან დეესკალაციას, მაგრამ კორონავირუსი ისევ აქ არის, არსად გამქრალა.

თავისუფლება არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. გთხოვთ, რომ დარჩენილი ზომები შესაბამისად შეასრულოთ. გაითვალისწინოთ ექსპერტთა მიერ გაცემული რეკომენდაციები, განსაკუთრებით, კვების ობიექტებში.

ჩვენ ძალიან მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულებაში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დადებითი კურსი შევინარჩუნოთ, რომელიც ბოლო კვირებში შენარჩუნდა,” ამბობს მიცოტაკი.

ამრიგად, კანონდარღვევების შემთხვევაში კვლავ არსებობს როგორც ჯარიმები, ასევე, დაკავების საფრთხე, ამიტომ მოსახლეობას მკაცრად უნდა დაიცვას უსაფრთხოების ზომები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს.

პანდემიის შემობრუნების საფრთხეზე ისაუბრა პროფესორმა, სოტირის ციოდრამაც, რომელმაც ხაზი გაუსვა მუტაციების გავრცელების სისწრაფეს, ვინაიდან, ბევრ ევროპულ ქვეყანაში პანდემიის კურსი სწორედ მუტაციებმა განსაზღვრა.

onalem

ტესტ