fbpx
საზოგადოება

სამედიცინო სასწაული საბერძნეთში: 44 წლის ქალმა, რომელიც 22 დღე კომაში იყო, ჯანმრთელი ტყუპები გააჩინა

შემთხვევა, რომელიც საბერძნეთში მოხდა, სამედიცინო სასწაულად ითვლება. 44 წლის ფეხმძიმე ქალი, რომელიც ვოლოსიდან არის, ცერებრალური სისხლჩაქცევის შედეგად კომაში ჩავარდა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა ნაყოფს.

ქალი იბრძოდა როგორც საკუთარი სიცოცხლის, ასევე, შვილების სიცოცხლისთვის. ის თავდაპირველად ვოლოსის საავადმყოფოში იყო მოთავსებული, მაგრამ შემდეგ ლამიას საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი საჭირო გახდა ათენში ჩამოეყვანათ.

მთელი 22 დღის მანძილზე ორსული ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, საბოლოოდ კი, მდგომაროება დაუსტაბილურდა და მკურნალობა ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელა.

როდესაც ექიმები დარწმუნდნენ, რომ მათ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ, ფეხმძიმობის 35-ე კვირაში საკეისრო კვეთა ჩატარდა და ამ ქვეყანას ორი ძალიან ჯანმრთელი ბიჭი მეოვლინა.

ამდენი განსაცდელის შემდეგ ქალი საკუთარი შვილებით ტკბება, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

onalem

ტესტ