fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთში ყველაზე ცივი შობა დადგება – ყინვა, თოვლი და წვიმა

როგორც იანის კალიანოსი იტყობინებოდა, საბერძნეთში შობამდე ნამდვილად კარგი ამინდი შენარჩუნდა, თუმცა, მომდევნო დღეები გაცილებით მძიმე იქნება. ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რაც ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს.

ორშაბათს, 24 დეკემბერსაც მზე შენარჩუნდება, თუმცა, დასავლეთითა და ჩრდილოეთით ღრუბლიანობა ნელნელა მოიმატებს.

ამინდის მკვეთრი ცვლილება 25 დეკემბრიდან დაიწყება, მოსალოდნელია პერიოდული წვიმები, ქარი და ტემპერატურის ვარდნა.

ოთხშაბათს ატიკაში თოვლიც კია მოსალოდნელი, ძირითადად საუბარია ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებზე, ზღვის დონიდან 300-350 მეტრის ზემოთ.

სინოპტიკოსი გვთავაზობს რუკას, რომელზეც მონიშნულია თოვლის გავრცელების არეალი:

onalem

ტესტ