fbpx
საბერძნეთი

კვირიდან უკიდურესად ცხელი ჰაერის მასები შემოიჭრება – ტემპერატურა 30 გრადუსამდე აიწევს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური კვირა დღიდან უკიდურესად ცხელი ჰაერის მასების შემოჭრის შესახებ იუწყება და როგორც ჩანს, ტემპერატურა არათუ 10-12 გრადუსით, არამედ 18 გრადუსით მეტი იქნება სეზონისთვის შესაფერისთან შედარებით.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, საჰარის მტვერი საბერძნეთს მომდევნო დღეების მანძილზეც არ დატოვებს და ჰაერში მისი ინტენსივობა მინიმუმ 2 აპრილამდე შენარჩუნდება. კვირა დღიდან საგრძნობი იქნება ტემპერატურის მატება და გამორიცხული არ არის, რომ არათუ მიაღწიოს, არამედ გადააჭარბოს კიდეც 30 გრადუსს.

ხვალისთვის მოსალოდნელია 25-26 გრადუსი, კვირას 26-27 გრადუსი, ორშაბათიდან კი, შესაძლოა კიდევ უფრო მოიმატოს. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი საბერძნეთში სავარაუდოდ აპრილის მეორე ნახევრიდან გვექნება, თუმცა, კონკრეტული პროგნოზების გასაკეთებლად ჯერ შედარებით ადრეა.

onalem

ტესტ