fbpx
საზოგადოება

გონებადაკარგული მგზავრები – ათენიდან გაფრენილი თვითმფრინავი კუნძულზე ვერ დაჯდა

გუშინ რეისი ათენი-ლიმნოსი ვერ შესრულდა. პილოტმა საგანგებო რეჟიმით, თვითმფრინავი უკან, ათენის საერთაშორისო აეროპორტში დააბრუნა. მან კუნძულზე დაჯდომა  ვერ შეძლო. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილება მგზავრებისთვის, რომლებიც ბორტზე იმყოფებოდნენ.

როგორც ცნობილია, თვითმფრინავმა ნჯღრევა დაიწყო და ბალანსი დაკარგა, პილოტი ვერ ახერხებდა, რომ ხომალდი კუნძულზე დაესვა. ამ ყველაფრის ფონზე მგზავრებში პანიკა წარმოიშვა და რამდენიმე მათგანმა გონებაც დაკარგა. ისინი ფიქრობდნენ, რომ რამდენიმე წუთში მიწაზე ან წყალზე დაენარცხებოდნენ.

თითოეულმა მათგანმა სამაშველო ჟილეტი და ჟანგბადის პირბადე გაიკეთა.

პილოტმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და თვითმფრინავი ათენში დააბრუნა, სადაც მშვიდობიანად დასვა. აეროპორტში მობილიზდა სამედიცინო ბრიგადა, რათა მგზავრებისთვის პირველადი დახმარება გაეწიათ.

რამდენიმე მათგანმა, ძლიერი შიშის გამო, სხვა თვითმფრინავით გამგზავრებაზე უარი თქვა და ათენში დარჩა.

იხილეთ ერთ-ერთი მგზავრის ინტერვიუ:

 

onalem

ტესტ