fbpx
საზოგადოება

კოზანში მეხის დაცემის შედეგად სახლი აფეთქდა – აღინიშნება სერიოზული ზარალი

უამინდობამ მთელ საბერძნეთში პრობლემები გამოიწვია, თუმცა, ეს არ ეხება მხოლოდ დიდთოვლობასა და ნალექს. უამრავ ტერიტორიაზე ეცემა მეხი და ეს ამჯერად კოზანში მოხდა. საბედნიეროდ, ამ დროს ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა.

როგორც ჩანს, მეხი იქ დაეცა, სადაც გაზგაყვანილობა იყო და ამ ყველაფერს აფეთქება მოჰყვა. სახლს სერიოზული ზარალი მიადგა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელმა მუნიციპალიტეტმა გაიგო. ადგილზე მისულებს კი საშინელი სანახაობა დახვდათ.

პატრონმა იქურობა ვიდეოზე აღბეჭდა:

onalem

ტესტ