fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ახალი ბარათები, რომელთა ქონაც ევროპის ქვეყნების საზღვრებზე სავალდებულო იქნება!

მომდევნო 24 თვის მანძილზე ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მოსახლეობას ახალი ბარათების ქონა მოეთხოვება, რომლებიც მათი თავისუფალი გადაადგილების უფლებას დაადასტურებს. აღნიშნული რეფორმა შემუშავდა იმისთვის, რომ ევროკავშირმა მარტივად აიცილოს თავიდან საბუთების გაყალბება. ამ ხერხს კი არალეგალი ემიგრანტები ხშირად მიმართავენ. ცხადია, ბარათის ქონა მოეთხოვება ევროპის ქვეყნის ყველა მოქალაქეს და მათ, ვისაც ამ ქვეყნებში ცხოვრების და მუშაობის კანონიერი უფლება აქვს.

მოსალოდნელია, რომ მომდევნო ორი წლის მანძილზე ბარათები 500 მილიონ ადამიანზე გაიცეს.

გავრცელებული ინფორმაციით, განსხვავებული დოკუმენტი გაიცემა ბავშვებისთვის, 12 წელს ქვემოთ და მოხუცებისთვის, 70 წელს ზემოთ.

ბარათზე დატანილი იქნება პირადი ინფორმაცია და სპეციალური კოდი, რომელსაც აეროპორტებსა და შესაძლოა რკინიგზის სადგურებზეც, აპარატები ელექტრონულად წაიკითხავს. ცხადია, ბარათზე იქნება თქვენი ფოტო სურათი და თითის ანაბეჭდებიც.

თავდაპირველად აღნიშნული რეფორმის გახორციელება 2019 წელს იყო დაგეგმილი, მაგრამ ვადა 2 წლამდე გაიზარდა.

იხილეთ ბარათის ნიმუში:

 

onalem

ტესტ