fbpx
საზოგადოება

“ანა მარიასთან სერიოზული ურთიერთობა მქონდა, ეს ჩემმა ცოლმაც იცოდა” – პეტროს ფილიპიდი ყველა ბრალდებას უარყოფს

პეტროს ფილიპიდი ყველა ბრალდებას უარყოფს, რომელსაც მას მართლმსაჯულება უყენებს. ცნობილ მსახიობს ბრალად გაუპატიურება და ორჯერ გაუპატიურების მცდელობა ედება ბრალად.

ფილიპიდისი აცხადებს, რომ დაუნდობელი და მრისხანე ცილისწამების მსხვერპლია, ხოლო ანა მარია პაპახარალამბუსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არასოდეს შეუვიწროვებია სექსუალურად, არასოდეს უძალადია მასზე და ყველაფერი, რაც მათ შორის ხდებოდა, ორივეს სურვილიდან გამომდინარეობდა.

“ანა მარიასთან მქონდა სერიოზული პირადი ურთიერთობა, რომლის შესახებაც კარგად იცოდა ჩემმა მეუღლემაც. 2000-2001 წლებში გავიცანი და მივხვდით, რომ არსებობდა განსაკუთრებული მიზიდულობა, გვქონდა რომანი. მისი სურვილის წინააღმდეგ არაფერი მომხდარა. 

ამ ყველაფრის დადასტურებს ჩემს მეუღლეც, რომელმაც ნამდვილად იცოდა ურთიერთობის შესახებ და კიდევ სხვა მოწმეებიც. მე განსაკუთრებულად დიდი ემოციებში ვიყავი, ეს რომანი 6 თვე გაგრძელდა,” აცხადებს ფილიპიდი.

მსახიობის თქმით, ყველას, ვინც მის წინააღმდეგ ჩივის, უბრალოდ სურს, რომ საჯაროდ საუბრობდნენ მათზე და ამ გზით პოპულარობა მოიპოვონ, რადგან არცერთი ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს.

 

onalem

ტესტ