fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: რა შემთხვევებში ნარჩუნდება 300 ევროიანი ჯარიმა, კარანტინის მოხსნის მიუხედავად

საბერძნეთში გასული პარასკევის შემდეგ კარანტინი აღარ მოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ SMS-ებს აღარ ვაგზავნით და გადაადგილებაც თავისუფლად არის შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, მაინც ძალაში რჩება 300 ევროიანი ჯარიმა, რომელიც კონკრეტული კანონდარღვევების შემთხვევაშია განსაზღვრული.

როგორც ცნობილია, კომენდანტის საათი ძალაშია 00:30 საათიდან 05:00 საათამდე, ამიტომ თუკი ამ საათებში გადაადგილდებით, სამსახურეობრივი მიზეზით, უნდა იქონიოთ ცნობა სამუშაო ადგილიდან, სადაც მითითებული იქნება, რომ მუშაობთ ამ საათებში. თუკი პოლიცია შესამოწმებლად გაგაჩერებთ და გადაადგილების მიზეზს ვერ დაასაბუთებთ დაჯარიმდებით 300 ევროთი.

ასევე, 300 ევროიანი ჯარიმა ნარჩუნდება პირბადეების გამოუყენებლობის შემთხვევაშიც. მათი მოხმარება სავალდებულო რჩება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

ჯარიმები ძალაში რჩება იმ დაწესებულებებისთვისაც (კაფეები, რესტორნები და.აშ.), სადაც დაფიქსირდება კანონდარღვევები კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების მხრივ, არ იქნება დაცული დისტანცია და ა.შ.

onalem

ტესტ