fbpx
პოლიტიკა

“მიცოტაკი იმიგრანტების წინააღმდეგია, სირცხვილია ოჯახები, ბავშვებით, პოლიციის მანქანებში” – სირიზას განცხადება ექსარხიაზე

ბერძნული ოპოზიციური პარტია კრიტიკულად მიუდგა ექსარხიის ტერიტორიიდან არალეგალი იმიგრანტების გამოსახლების ოპერაციას და “ახალ დემოკრატიის” პოლიტიკას რასისტულს უწოდებს.

“ექსარხიაში განვითარებული მოვლენები ცსადყოფს, რომ  “ახალ დემოკრატიას” თავდაცვა და უსაფრთხოება პოლიციის დომინანტობასთან აქვს გაიგივებული. ოჯახები, ბავშვებით, პოლიციის მანქანებში – ეს დემოკრატიის სირცხვილია.

ასევე, სასტიკად მიუღებელია პოლიციის წარმომადგენლის რასისტული განცხადებები არალეგალ იმიგრანტებთან დაკავშირებით. ეს მეტი არაფერია, თუ არა “ახალი დემოკრატიის” ანტი-იმიგრანტული რიტორიკა სწორედ მაშინ, როცა ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური და მძიმეა. იმიგრანტების კრიზისის პერიოდში ამ პარტიის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკა იგივე რჩება,” აცხადებენ სირიზაში.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს საბერძნეთის პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმებმა ექსარხიის ტერიტორიაზე მდებარე 4 კორპუსიდან ბინებში უკანონოდ შესახლებული თავშესაფრის მაძიებელი სირიელი იმიგრანტები ძალის გამოყენებით გამოასახლეს.

onalem

ტესტ