fbpx
ეკონომიკა

რას შეცვლის საბერძნეთში კაპიტალ კონტროლის გაუქმება – მთავარი პრიორიტეტები

საბერძნეთის მოსახლეობა და ბიზნესმენები სიხარულით შეხვდნენ სიახლეს, რომლის შესახებაც კირიაკოს მიცოტაკიმ სპეციალური განცხადებები გააკეთა. საუბარია ქვეყანაში კაპიტალ კონტროლის გაუქმებაზე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ტანჯავდა საბერძნეთის მოსახლეობას და ბიზნესს.

ეკონომიკა ნელ-ნელა სტაბილურობას უბრუნდება და ზრდის ტენდენციაც შეინიშნება, 10 წლიანი სიღატაკის, გაკოტრების და “ტვინების გადინების” პროცესის შემდეგ.

ხალხი საათობით ელოდებოდა, რომ ერთი დღის მანძილზე მაქსიმუმ 60 ევრო გამოეტანა საკუთარი ანგარიშიდან, ახლა კი საბერძნეთში ეკონომიკური ოპტიმიზმის ახალი ერა იწყება.

პირველი მოგება, რომელსაც კაპიტალ კონტროლი ბერძნებს მოუტანს არის ის, რომ მათ შეეძლებათ უკან გადმორიცხონ თანხები, რომლებიც უცხოურ ბანკებში გადარიცხეს იმის შიშით, რომ გაკოტრდებოდნენ ან საბერძნეთი ევროზონას დატოვებდა. ისინი თავისუფლად დაიბრუნებენ საკუთარ ფულს.

მეორე პრიორიტეტი არის სტაბილურობის დაბრუნება, რადგან ამ დრომდე ბერძნები არ იყვნენ დარწმუნებულები შეძლებდნენ თუარა მარტივად ეშოპინგათ ელექტრონულად, საუბარია საბანკო გადარიცხვებზე. მათ მარტივად შეეძლებათ გადაიხადონ პლასტიკური ბარათით ნებისმიერი სახის შენაძენზე.

მესამე და ერთ-ერთი მთავარი მოგება კი ინვესტიციებს უკავშირდება – ახლა საბერძნეთი უკიდურესად მიმზიდველი გახდება უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან ბოლო წლებში არცერთი სერიოზული ინვესტორი ქვეყანას არ სტუმრობდა ისე, რომ არ განეხილა ყველა შესაძლო დაბრკოლება, ასეთები კი, მრავლად იყო, რასაც საბოლოოდ ისინი ნეგატიურ გადაწყვეტილებამდე მიჰყავდა. ახლა კი ბევრად თავისუფლად დააბანდებენ თანხებს სხვადასხვა სფეროებში.

ქვეყანა, კაპიტალ კონტროლის შეზღუდვებით, შეუძლებელია მარტივად შეფასდეს ინვესტიციების კუთხით სასურველად, ახლა კი ბერძნულ საკრედიტო შეფასებების სააგენტოებს მწვანე შუქი აენთოთ იმისთვის, რომ მომავალში საბერძნეთის ეკონომიკური განვითარება დეტალურად შეისწავლონ.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი ბერლინს ეწვევა და ანგელა მერკელს შეხვდება. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რადგან გერმანია საბერძნეთის უმსხვილესი მსესხებელია და მთავარ როლს თამაშობდა ფულადი დახმარების პროგრამაში, რომელიც ქვეყნისთვის 1 წლის წინ დასრულდა.

 

 

onalem

ტესტ