fbpx
ეკონომიკასაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: როდის მიიღებენ ემიგრანტები თანხას ქირის გადასახდელად?!

მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი, თუ ზუსტად რომელ დღეს გაიხსნება ელექტრონული პლატფორმა განაცხადების შესავსებად. როგორც სოციალური სოლიდარობის მინისტრის მოადგილე აცხადებს, არ იქნება ვადა, რომლის ფარგლებშის საბერძნეთის ადგილობრივმა მოსახლეობამ და ემიგრანტებმა განაცხადის შევსება უნდა მოასწრონ.

“პლატფორმაზე განაცხადის მსურველი პირი მხოლოდ ერთხელ არ შედის, ის არ იხურება, ამიტომ დროსთან დაკავშირებით არ უნდა იდარდოთ. თანხას ქირის გადასახდელად დაახლოებით 660.000 ადამიანი მიიღებს (260.000) ოჯახი.”

როგორც ცნობილია, თანხა, რომელსაც მიიღებთ, თვეში 70-დან 200 ევრომდე განისაზღვრება.

მნიშვნელოვანია, რომ მინისტრის მოადგილის თქმით, თანხის დარიცხვები აპრილში დაიწყება, როდესაც თითოეული ბენეფიციარის განაცხადი კრიტერიუმების მიხედვით, დეტალურად განიხილება.

ერთ სულზე გაწერილია თვეში 70 ევრო.

ოჯახის ორ ზრდასრულ წევრზე გაწერილია თვეში 105 ევრო.

სამწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც მხოლოდ ერთი მშობელია და ერთი ბავშვი თვეში 140 ევრო.

ოთხწევრიანი ოჯახისთვის ან ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და ორი ბავშვია 175 ევრო.

ოჯახისთვის, სადაც ერთი მშობელი და სამი ბავშვია, თვეში 210 ევრო.

განაცხადის შესავსებად, გირჩევთ, მიმართოთ პირად ბუღალტერს, ვინაიდან, დახმარების მიღების კრიტერიუმები ასევე განისაზღვრება თქვენი შემოსავლისა და საცხოვრებლის ტიპის მიხედვით.

onalem

ტესტ