fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

ვისაც სასტუმროებში მუშაობა გსურთ: დასაქმების მეორე პროგრამა საბერძნეთში OAED-ისგან!

მსურველთა განაცხადების მიღება ხვალ, 12 თებერვლიდან იწყება და 2019 წლის 15 აპრილს დასრულდება.თუკი საბერძნეთში ცხოვრობთ და ამჟამად უმუშევარი ხართ, საკმაოდ დიდი დრო გაქვთ, რომ კარგად ჩამოყალიბდეთ და გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა სასტუმროში მუშაობა. ამის საშუალებას საბერძნეთის მთავრობა ოფიციალურად გაძლევთ.

OAED-ისგან ამოქმედდა რამდენიმე დასაქმების პროგრამა, რომელთაგან სასტუმროებში მუშაობის პროგრამა ხვალიდან ოფიციალურად იხსნება.

ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე უნდა შეავსოთ განაცხადი, სადაც მიუთითებთ თითოეულ დეტალს, თუ სად და რა პოზიციაზე გსურთ მუშაობა. სამსახური არის სეზონური, ვადებს კი, კონკრეტულად გაეცნობით ვებ-გვერდზე ან თავად OAED-ის ოფისში მისვლისას.

სასტუმროები, რომლებშიც ხალხს დაასაქმებენ, მდებარეობს ატიკის ადმინისტრაციული რეგიონის გარეთ, კუნძულებზე და თესალონიკის კონკრეტულ ტერიტორიებზე.

დეტალებისთვის ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.oaed.gr

onalem

ტესტ