fbpx
საზოგადოება

“თავის მოკვლა მინდოდა და არა გაქცევა” – რას ამბობს 28 წლის ბერძენი, რომელიც მანქანით ბებია-შვილიშვილს დაეჯახა

როგორც უკვე ცნობილია, 28 წლის ახალგაზრდა ეგიოში ბებიასა და მის რამდენიმე თვის შვილიშვილს მანქანით დაეჯახა და ორივე ადგილზე მოკლა. თვითმხილველთა თქმით, ამის შემდეგ მან გაქცევა სცადა, თუმცა, ახლა თავად სხვაგვარ განცხადებებს აკეთებს.

მისი ადვოკატი, იოანის სამელისი აცხადებს, რომ ბრალდებული მძიმე შოკურ მდგომარეობაშია და გუშინდელი დღის შემდეგ პენდელის ფსიქიატრიულ კლინიკაშია მოთავსებული. ადვოკატის საშუალებით 28 წლის ბერძენი ბოდიშს იხდის გარდაცვლილთა ოჯახის წინაშე.

კვირას ღამით, 28 წლის მამაკაცმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და ქვეითად მოსიარულე ბებია-შვილიშვილს დაეჯახა. მან დაინახა, რომ ორივე გარდაცვლილი იყო, თუმცა, მანქანაში დაბრუნდა და გაიქცა. მოგვიანებით ის ზღვაში ცდილობდა შესვლას, რათა ცურვით გაქცეულიყო და სწორედ ამ დროს დააკავეს.

ამჟამინდელი ჩვენებების მიხედვით, რომელსაც ის პოლიციას აძლევს, ზღვაში შესვლას თავის მოკვლის მიზნით ცდილობდა და არა გაქცევისთვის.

onalem

ტესტ