fbpx
პოლიტიკა

პარიზის აეროპორტში საბერძნეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის დაკავება უნდოდათ

საბერძნეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს, იანის ვარუფაკისს პარიზის აეროპორტში ინციდენტი შეემთხვა. მას კონტროლის გავლისას პრობლემები შეექმნა და როგორც ერთ-ერთი ადგილზე მყოფი პოლიციელი აცხადებდა, მას ვარუფაკისის დაკავება უნდოდა.

თავად ყოფილი მინისტრი კი ამბობს, რომ ის მცირე ხნით შეაყოვნეს, თუმცა, არ დაუკავებიათ.

სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, ვარუფაკისი ჩვეულებრივი “პასპორტით მგზავრობდა” და ისიც ისევე შეამოწმეს, როგორც სხვები. პოლიციელი კი მას უხეშად საუბარსა და შეურაცხყოფის მიყენებაში სდებდა ბრალს.

საბოლოოდ, მან პასპორტი დაიბრუნა და საფრანგეთი დატოვა.

ვარუფაკისი ფრანგული პოლიციისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

onalem

ტესტ