fbpx
პოზიტივისაზოგადოება

7-მა საუკეთესო მეგობარმა სახლი აიშენა, რათა დარჩენილი ცხოვრება ერთად გაეტარებინათ

ეს ისტორია 7 საუკეთესო მეგობარზეა, რომელთაც საკუთარი ცხოვრება ერთმანეთის გარეშე ვერ წარმოედგინათ. სწორედ ამიტომ ხშირად ხუმრობდნენ ხოლმე, რომ უნდა აეშენებინათ სახლი, სადაც დარჩენილ ცხოვრებას ერთად გაატარებდნენ.

თუმცა, ერთ დღესაც თქვეს: “რატომ უნდა მოვიცადოთ კიდევ 30 წელი?!” შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის ერთ-ერთ გარეუბანში სახლის მშენებლობა დაეწყოთ და მათმა ყველაზე დიდმა ოცნებამ ფრთხები შეისხა.

სახლი, რომელიც ააშენეს, 700 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და საერთო ჯამში მათ 580.000 დოლარი დაუჯდათ, ეს კი ჩინურ ფულზე დაახლოებით 4 მილიონი იენია.

ქალები ამბობენ, რომ ისინი ძალიან ბედნიერები და კმაყოფილები არიან საკუთარი გადაწყვეტილებით და ისე ინაწილებენ ყველანაირ საქმესა და პასუხისმგებლობას, რომ მათ შორის არ არსებობს რაიმე სახის უთანხმოება.

onalem

ტესტ