fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“არ გაგიკვირდეთ, თუ ერთ ღამეს თურქული საბრძოლო ხომალდები მოგადგებათ” – თურქი ჟურნალისტის მუქარა

თურქი მიმომხილველი ჟურნალისტი, ემინ სირინი საბერძნეთს პირდაპირ ემუქრება ეგეოსის ზღვაში სამხედრო თავდასხმით და აგზავნის გაფრთხილებას, რათა მთავრობას არაფერი გაუკვირდეს.

“შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სამხედრო მოქმედებებს იმ კუნძულებზე, რომლებიც საბერძნეთის მხრიდან უკანონოდ არის ოკუპირებული.

ყოველთვის საჭირო იყო, რომ თურქეთი რეგიონალური ძალა ყოფილიყო. ეს იყო პოლიტიკური საჭიროება. ხალიფატის აღდგენაც ამ საჭიროებებს შორის ერთ-ერთია. აგია სოფიას მეჩეთად ქცევის შემდეგ საზოგადოების ნაწილმა მოითხოვა კიდეც ხალიფატის (თეოკრატიული წყობილების) დაბრუნება.

არავის გაგიკვირდეთ, თუ ჩვენ ერთ ღამეს მოვალთ, სრულიად უეცრად. არ გაგიკვირდეთ, თუ ჩვენ უახლოეს მომავალში სამხედრო ოპერაციებს დავიწყებთ იმ კუნძულებიდან ერთ-ერთზე, რომელიც საბერძნეთს უკანონოდ აქვს მითვისებული,” წერს სირინი.

უნდა აღინიშნოს, რომ 72 წლის ემინ სირინმა კარიერა ზეთის გაყიდვით დაიწყო, შემდეგ იყო ერდოღანის პარტიის წევრი და აქტიურად ცდილობდა პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას, თუმცა, წარუმატებელი ნაბიჯების შედეგად 2009 წელს ჟურნალისტიკის სამყაროში წასვლა გადაწყვიტა.

onalem

ტესტ