fbpx
საზოგადოება

ახალი ზომები ტრანსპორტის სამინისტროსგან – რა ცვლილებები შედის ძალაში?!

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის ტრანსპორტის სამინისტრო დამატებით ზომებს იღებს იმისთვის, რომ ნებისმიერი სახის საჯარო ტრანსპორტში ხალხით გადატვირთულობა თავიდან იქნეს არიდებული და კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხე შემცირდეს.

კერძოდ, ძალაში შედის ორი უმნიშვნელოვანესი ცვლილება, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს ზემოთ აღნიშნულ საკითზე:

  1. ΟΑΣΑ-ს, ΣΤΑΣΥ-ს და ΟΣΥ-ის თანამშრომლებს შეეზღუდებათ შვებულების აღების უფლება. ეს ნიშნავს, რომ 20%-ით ნაკლები შვებულება გაიცემა, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი.
  2. გაცილებით გაიზრდება ტრანსპორტის მოძრაობის სიხშირე, გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომლების ნაწილი არ წავა შვებულებაში.

    ხვალიდან აუცილებლად უნდა შემუშავდეს ახალი პროგრამა, რომლის მიხედვითაც იმოძრავებს საჯარო ტრანსპორტი და ხალხს საშუალება ექნება იმგზავროს არა გადატვირთული ავტობუსითა თუ მეტროთი, არამედ დაელოდოს შემდეგს, რომელიც ნამდვილად მოკლე დროში მოვა.

    რამდენიმე ხანში ΟΑΣΑ-ს მიერ უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, იმ პროგრამის შესახებ, რომელიც აგვისტოს თვეში იქნება ძალაში.

ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებმა იმატა და პარალელურად, ტრანსპორტში არსებულმა სიტუაციამ ექსპერტები შეაშფოთა, სამინისტრომ საჭიროდ ჩათვალა ემოქმედა მოვლენების შესაბამისად და მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ საჯარო ტრანსპორტში ნიღბის გამოუყენებლობა ისჯება 150 ევროთი.

onalem

ტესტ