fbpx
საზოგადოება

“ჩემს შვილებს ღორის გრიპზე არ ავცრი, რადგან მათ ქრისტე დაიცავს” – დედის დაუჯერებელი განცხადება

რამდენიმე საათია, რაც ინტერნეტ სივრცე მოიცვა ქალის განცხადებებმა, რომელსაც ხუთი შვილი ჰყავს. ის ბავშვებისთვის ვაქცინის მიცემას არ აპირებს, რადგან ღრმად სწამს, რომ ღორის გრიპისგან ხსნის ერთადერთი საშუალება იესო ქრისტეს მფარველობაა.

“მათ ქრისტე იცავს და ვიცი, რომ რწმენა არის ის, რასაც სწორი ბილიკისკენ მივყავართ. ხალხი, რომელიც მეუბნება, რომ ჩემს შვილებს ვაქცინაცია უნდა გავუკეთო, უბრალოდ ფიქრობს, რომ ღმერთი სამყაროს შექმნისას შეცდა,” ამბობს ის.

როგორც ცნობილია, ღორის გრიპის ეპიდემიამ პიკს მიაღწია და საბერძნეთსა და საქართველოში ათობით გარდაცვლილს ითვლიან. ბოლო ინფორმაციით კი, რუმინეთში დაფიქსირდა უპრეცენდენტო რაოდენობა – გრიპმა 101 ადამიანი იმსხვერპლა.

ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ვაქცინაცია ყოველ წელს სამ მილიონ ადამიანს იცავს გრიპისგან მოსალოდნელი საფრთხეებისგან. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების, მოხუცებისა და მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ და სუსტი იმუნიტეტით გამოირჩევიან.

onalem

ტესტ