fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: კონსულ 72 წლის ქალს ჩანთა მოპარეს, სადაც 50.000 ევრო ედო

72 წლის ქალი პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა, რომ ათენის ცენტრში ძარცვის მსხვერპლი გახდა. ის ერთ-ერთი აფრიკული ქვეყნის კონსულია და ჩანთით 50.000 ევრო გადაჰქონდა, რომელიც სრულად წაართვეს.

მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, შუადღეს მოხდა. მას ახალგაზრდა მამაკაცი თანამზრახველთან ერთად წამოეწია და უთხრა, რომ მის მანქანას პრობლემა ჰქონდა. როცა ყურადღება გადაიტანა , ჩანთა წაართვეს და მანქანითვე გაიჩინარდნენ.

პოლიციას მან ორივე მამაკაცი აღუწერა.

72 წლის კონსულის თქმით, ჩანთაში, რომელიც წაართვეს, 50.000 ევროს გარდა, დიპლომატიური პასპორტი და მობილური ტელეფონი ედო.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

onalem

ტესტ