fbpx
საბერძნეთი

10.000-ობით ევროს დარღვევები, რომლებიც საბერძნეთის ΕΦΟΡΙΑ-მ ინსტაგრამის საშუალებით გამოააშკარავა

უნდა ითქვას, რომ საბერძნეთის საგადასახადო სამსახურმა საკმაოდ მოხერხებულ გზას მიმართა, რომ კანონდარღვევები გამოააშკარავოს და როგოტც ირკვევა, ერთ-ერთი ასეთი ხერხი სოციალური ქსელი ინსტაგრამი აღმოჩნდა. აუდიტთა ჯგუფი აწარმოებს დაკვირვებას სოციალურ მედიაზე, სადაც მოწმდება სავარაუდო ქეისები, როცა შესაძლოა, რომ ფიქსირდებოდეს დარღვევა.

მედია იუწყება, რომ სწორედ ასეთი გზით შეძლო საგადასახადო სამსახურმა, ΕΦΟΡΙΑ-მ და გამოააშკარავა სერიოზული დარღვევები, რომლებიც ეხება გრანდიოზულ წვეულებას, საიდანაც სახელმწიფოს 10.000-ობით ევრო დაუმალეს. საქმე ეხება ცნობილ პირებს, რომელთა ქორწილიც დაიგეგმა და განხორციელდა ე.წ. “ორგანიზატორთა” მიერ, რომლებიც რეალურად არანაირ ბიზნესში არ ფიქსირდებიან.

პირი, რომელიც ამ სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს, არ ჩანს არანაირ სისტემაში და გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2022 წლიდან მოყოლებული მინიმუმ 20.000 ევრო აქვს მითვისებული.

არსებული ინფორმაციით, საუბარია ელიზაბეთ ელეცის ქორწილზე, რომელიც როგორც ამბობდა, 50.000 ევრომდე დაჯდა.

onalem

ტესტ