fbpx
საბერძნეთი

“ვაქცინაცია არის ქრისტიანული სოლიდარობის აქტი, საჩუქარი ღვთისგან” – მთავარეპისკოპოსი იერონიმოს

“ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით კი, ხნიერი ადამიანების ვაქცინაცია არის არა მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, არამედ ქრისტიანული აქტი და მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატულება.

ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, შესაძლებლობას, რომ ჩავეხუტოთ ერთმანეთს, რადგან ეს ძალიან გვჭირდება. სასულიერო პირებმა პირველებმა უნდა მივცეთ მაგალითი ხალხს, რათა დავარწმუნოთ, რომ არ აყვნენ შეთქმულების თეორიებს და არ მოტყუვდნენ. ეს თეორიები აშინებს ჩვენს ხალხს.

ჩვენ გვსურს, რომ აღდგომა აღვნიშნოთ ეკლესიებში, თუმცა, უსაფრთხოების წესების სათანადო დაცვით. უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, მოქალაქეებისა და ერთგული ქრისტიანების მიმართ. 

ჩვენ ქრისტიანები თავისუფალი ხალხი ვართ, არჩევანის უფლებით. ღმერთს სურს, რომ ყოველთვის კარგი და სწორი ავირჩიოთ, ცოდნითა და გონიერებით. ვაქცინის შექმნა, მეციერების საფუძველზე კი, ღმერთის საჩუქარია კაცობრიობისთვის და უნდა გამოვიყენოთ ის, უნდა ავირჩიოთ კარგი,” ასეთია მთავარეპისკოპოს იერონიმეს განცადება.

onalem

ტესტ