fbpx
საბერძნეთი

კრეტა: რუსი მაგნატის ვილიდან 1 მილიონი ევრო მოიპარეს, მისი ქვრივი კი, 1 წლის შემდეგ მიხვდა

დაუჯერებელი შემთხვევა კრეტაზე, ირაკლიოში მოხდა. რუსი მაგნატის ვილიდან უზარმაზარი რაოდენობის თანხა მოიპარეს, თუმცა, მძარცველთა ქმედება დიდი ხნის მანძილზე დარჩა შეუმჩნეველი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსი მაგნატი 5 წლის წინ გარდაიცვალა, მისმა ქვრივმა კი, 1 წლის შემდეგ შენიშნა, რომ თანხა გამქრალიყო. აქედან გამომდინარე, პოლიციაშიც 1 წლის დაგვიანებით მივიდა. როგორც ქვრივმა ოფიცრებს განუცხადა, წაღებული იყო თანხა, რომელიც სეიფში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე იდო და დავიწყებულიც კი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ რუსი ქალი მოპარული თანხის ზუსტ რაოდენობას ვერ ასახელებს, მაგრამ აცხადებს, რომ 800.000 ევროს ნამდვილად აჭარბებდა. მისი თქმით, მძარცველები სახლში გასაღების საშუალებით შეიძლებოდა შესულიყვნენ, რომელიც გარეთ ქოთანში ჰქონდა დატოვებული.

ნახეთ ვილა, სადაც ქურდობა მოხდა:

onalem

ტესტ