fbpx
საბერძნეთი

გადაადგილების დაშვება მხოლოდ მათთვის, ვისაც თვით-ტესტირება ჩატარებული ექნება – რას გვთავაზობენ პროფესორები?

ბერძნული მედიის ინფორმაციით, პროფესორთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თვით-ტესტირების საფუძელზე აღდგომას გადაადგილების დაშვება გამორიცხული არ არის. ალკივიადის ვატოპულო აცხადებს, რომ თუკი ამ ხერხმა კარგად იმუშავა, სრულიად ლოგიკური იქნება, რომ მათ, ვისაც გაკეთებული ექნება ტესტი და კორონავირუსზე დადებითი არ აღმოჩნდება, შეეძლოს აღდგომის სოფელში გატარება.

“ხვალ კომისიამ უნდა განიხილოს, თუ რა ვითარებაა კოზანში და ზოგადად, იმ ტერიტორებზე, რომლებიც წითელ ზონებში არიან და “ფერს” იცვლიან. ყოველი კვირის ბოლოს ფასდება ეპიდმდგომარეობა თითოეული რეგიონის მიხედვით და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად მიიღება.

თვით-ტესტირების საშუალებით შესაძლებელი იქნება, რომ გამოვლინდნენ ის ინფიცირებულებიც, რომლებიც არიან ასიმპტომატურები და ცხადია, რომ ამ ტესტების ფონზე გვექნება გაცილებით მეტი შემთხვევა, ვიდრე მათ გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცოდნაც იქნება შედარებით ზუსტი, რაც დაგვეხმარება, რომ შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება. 

მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის გვახსოვდეს უსაფრთხოების ძირითადი წესები: ხელის ჰიგიენა, პირბადე, დისტანცია,” განაცხადა პროფესორმა.

*შეგახსენებთ, რომ საუბარია მხოლოდ ქალაქგარეთ გადაადგილების დაშვებაზე, თვით-ტესტირების საფუძველზე და არ იგულისხმება ყოველდღიური გადაადგილება.

onalem

ტესტ