fbpx
საბერძნეთი

“კარანტინის 21 დეკემბერს მოხსნა ყველაზე უსაფრთხო იქნება, SMS კი უნდა შენარჩუნდეს” – პროფესორი დიმოსთენის სარიიანისი

პროფესორმა, დიმოსთენის სარიიანისმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან განაცხადა, რომ საბერძნეთში კარანტინის უახლოეს კვირებში მოხსნას არ ეთანხმება, ვინაიდან ერთმა კვირამ შესაძლოა უდიდესი შედეგი მოიტანოს:

“ვფიქრობ, რომ 14 დეკემბრისთვის საბერძნეთში იქნება, ასე თუ ისე, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, მაგრამ ის, რასაც ქვეყნის ეკონომიკის უსაფრთხოდ გახსნა ჰქვია, მხოლოდ 21 დეკემბრის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

19-21 დეკემბრისთვის დაიწყება რთული ეპიდვითარების დეესკალაცია, 1 კვირასაც კი შეიძლება ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ვერავითარ აზრს ვერ ვხედავ იმაში, რომ 14 დეკემბერს გაიხსნას სკოლები და შემდეგ 20-ში ისევ დაიხუროს. ხოლო 7 რიცხვში გახსნა ძალიან ადრეა.

ვფიქრობ, რომ SMS გაგზავნის ვალდებულება კარანტინის შემდეგაც უნდა შენარჩუნდეს, რადგან ეს დაეხმარება ხალხს გადაადგილებისას დისციპლინის დაცვაში,” აცხადებს პროფესორი.

onalem

ტესტ