fbpx
კრიმინალი

თაღლითმა მკითხავმა ბერძენ ქალს 15.000 ევრო გამოსძალა და ატყუებდა, რომ მის მომავალს ხედავდა

თავისდა სამწუხაროდ, 50 წლის ქალმა ვერ გათვალა, რომ საკუთარი ტყუილები ხელბორკილების დადებით დასრულდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კრეტაზე, ხანიაში, თაღლითი, რომელიც თავს მკითხავად ასაღებდა, 45 წლის ქალს წლების მანძილზე ტყუილებს ეუბნებოდა და დაახლოებით 15.000 ევრო გამოსძალა. ირკვევა, რომ შესწავლილი ჰქონდა მისი ყველა ნაბიჯი და იცოდა, რა დროს რას აკეთებდა და სად მიდიოდა, შესაბამისად, ყველაფერს სწორად ეუბნებოდა და ამ გზით შეძლო მისი ნდობის მოპოვება და ეჭვების გაქრობა.

წლების შემდეგ 45 წლის ქალმა გააცნობიერა, რომ მკითხავი, რომელიც მას ბევრ რამეს ჰპირდებოდა, უბრალოდ ატყუებდა და არაფერი ასრულდა ისე, როგორც მას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. სწორედ ამის შემდეგ მივიდა პოლიციაში, სადაც ოფიცრებმა ფულის ბანკნოტები მონიშნეს და თაღლით მკითხავს გაუგზავნეს.

არსებული ცნობებით, ცრუ მედიუმი თანხის აღებისთანავე დააკავეს და თაღლითობის ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ