fbpx
კრიმინალი

გაძლიერებული კონტროლი ომონიაზე: პოლიციამ 10 ქალი და 7 მამაკაცი დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ომონიაზე კიდევ სამ უკანონო საროსკიპოს მიაკვლია. საერთო ჯამში დაკავებულია 17 ადამიანი, რომელთაგან ზოგს გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონდარღვევა ედება, ზოგი კი თავად საროსკიპოების ფუნქციონირებაზეა პასუხისმგებელი.

კერძოდ, ოფიცრებმა ადგილზე აიყვანეს 8 ქალი, რომელიც მეძავად მუშაობდა, 6 მამაკაცი, კლიენტები და ასევე სამი პირი (ორი ქალი და ერთი მამაკაცი), რომელიც წარმოადგენდა დროებით პასუხისმგებელ პირს.

ირკვევა, რომ მათ გამოეწერათ 300 და 3.000 ევროიანი ჯარიმები.

საბერძნეთის პოლიცია ომონიაზე გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს, კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

onalem

ტესტ