fbpx
კრიმინალი

შობა, რომელიც დიდ ტრაგედიად იქცა – მამაკაცმა 26 წლის შვილი დანით სასიკვდილოდ დაჭრა

კრეტაზე დატრიალებულმა ოჯახურმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა. მოკლულია 26 წლის ბიჭი, მკვლელობა კი მის საკუთარ მამას ედება ბრალად. ირკვევა, რომ ინციდენტში მონაწილებდა გარდაცვლილის ძმასაც, მაგრამ ის უარყოფს, რომ ძმას დანით რაიმე დაზიანება მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაფერი შობის ღამეს მოხდა. როგორც გარდაცვლილის დედა ჩვენებაში ამბობს, ოჯახი ჩვეულებრივად აღნიშნავდა დღესასწაულს, მომზადებული ჰქონდათ კერძებიცა და სასმელიც. მოგვიანებით სტუმრად სახლში მათი 24 წლის ვაჟის მეგობარი გოგონა მივიდა და სწორედ ამ დროს, მამამ უფროს ვაჟს (26 წლის) სთხოვა, რომ ლეპტოპში მუსიკა შეეცვალა, ნება მიეცა ძმისთვის, რომ სასურველი სიმღერა ჩაერთო.

ირკვევა, რომ სწორედ აქედან დაიწყო დაპირისპირება, 26 წლის ბიჭს ამაზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა და სახლიდან გავიდა, მას მიჰყვა ძმაც და მამაც, შელაპარაკება კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ დროს დაჭრა ცივი იარაღით მამამ შვილი, ხოლო მეორე ვაჟი უკვე სახლში იყო შებრუნებული.

55 წლის მამაკაცი აცხადებს, რომ ის მხოლოდ თავს იცავდა და სწორედ ამიტომ დასჭირდა დანის გამოყენება, რომელიც მის ვაჟს ეკავა თავიდან და არა მას. თუმცა, მისი ჩვენება საეჭვოა და სავარაუდოდ, ის გამოვიდა სახლიდან სამზარულოს დანით, რომლითაც თავს დაესხა საკუთარ შვილს.

არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახში ხშირად ჩხუბობდნენ და მხოლოდ ერთი სიმღერის შეცვლა არ გამხდარა ტრაგედიის მიზეზი, არამედ ამას წინ უღძვოდა გართულებული ურთიერთობები ერთმანეთთან.

ახალგაზრდა ორი დღის მანძილზე ებრძოდა სიკვდილს საავადმყოფოში, მაგრამ ბევრი სისხლის დაკარგვის გამო, განვითარდა ჰემორაგიული შოკი, რის გამოც გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

 

onalem

ტესტ