fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მხატვარმა ოჯახის წევრები დახატა და შობას მაგიდასთან მათი სურათებით შეხვდა

ბატონმა დიმიტრის კლეცასმა, ლარისადან, რომელიც მხატვარია, თავის მეუღლეს გასაოცარი სიურპრიზი მოუწყო. როდესაც ტასულა კლეცასი მაგიდის მხოლოდ ორი ადამიანისთვის გაშლას აპირებდა, მეუღლემ უთხრა, რომ დაედო იმდენი თეფში, რამდენსაც ჩვეულებრისამებრ დებდა ხოლმე, კიდევ დამატებით 4 ადამიანისთვის.

ბატონ დიმიტრის 50 წელია, რაც პორტრეტები არ დაუხატავს, მაგრამ ამ განსაკუთრებულ დღეს გადაწყვიტა, რომ თავიანთი ორი შვილისა და მათი მეორე ნახევრების სურათები დაეხატა და მაგიდასთან დაეწყო. ასე ექნებოდათ შეგრძნება, რომ ისინი გვერდით ჰყავდათ, როგორც ყოველთვის.

როგორც თავად ამბობს, მან მოიფიქრა თავისებური გზა, რომ ოჯახი, რომელიც კორონავირუსმა დააცალცალკევა, კვლავ გაეერთიანებინა.

onalem

ტესტ