fbpx
საზოგადოება

ოჯახი, რომელმაც სამ წელიწადში სამივე შვილი დაკარგა – რას უკავშირდება ბავშვების გარდაცვალება?

ოჯახური ტრაგედია, რომელიც პატრაში მოხდა, მთელი საბერძნეთისთვის შემაძრწუნებელია. საუბარია ოჯახზე, რომელმაც სამ წელიწადში სამივე შვილი დაკარგა, მცირე ასაკში.

ამბის ტრაგიკული ფიგურა ახალგაზრდა ქალი, რულა პისპირიგუა, სამი გოგონას დედა. რულამ პირველი შვილი, მალენა, 2019 წელს, 3,5 წლის ასაკში დაკარგა, ღვიძლის უკმარისობით, შემდეგ 2020 წელს მეორე გოგონა, მხოლოდ 6 თვის ასაკში გარდაეცვალა უიშვიათესი თანდაყოლილი დაავადებით, ხოლო ახლახანს დაკარგა 9 წლის ჯორჯინა.

გაჩნდა კითხვა, არის თუ არა ეს ყველაფერი დაკავშირებული გენეტიკასთან, თუმცა, გარდაცვალების მიზეზები ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა, ამიტომ რთულია გადაჭრით ასეთი დასკვნის გაკეთება. ამ დროისთვის ოჯახი ელოდება ექსპერტიზის პასუხებს, რომ მათ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

“გაგაჩინეთ, სიცოცხლე მოგეცით! მაგრამ გაბრაზებული ვარ თქვენზე, რადგან ჩემი მკლავები ცარიელი დატოვეთ. შენ იყავი ჩემი იმედი, მიზეზი, რომ გამეცინა, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა. ბოლო წუთამდე მებრძოლი იყავი, გვიყურებდი თვალებში და შეიძლება არაფრის თქმა არ შეგეძლო, მაგრამ თვალებით გვეუბნებოდი, აქ ვარ და ვიბრძვი! მშვიდად განისვენე, ჩემო პატარავ, კარგი შეხვედრა შენს დებთან! ჩემთვის არსად წასულხართ და არც არასდროს წახვალთ. სამივე მიყვარხართ!” – წერს ქ-ნ რულა ჯორჯინას გარდაცვალების შემდეგ.

onalem

ტესტ