fbpx
საბერძნეთი

სამსახურიდან დათხოვნა ან ისევ კონტრაქტის შეჩერება ვინც არ იცრება – ვის ეხება საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადება?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა, თანოს პლევრიმ ტელეკომპანია ΑΝΤ-ზე განაცხადა, რომ ყოველდღიურად გარდაცვლილთა 85% 70 წელს ზემოთ არის და ისინი არ არიან აცრილნი. ირკვევა, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია ითხოვს კიდევ ერთხელ სიღრმისეულად მოხდეს მდგომარეობის გადახედვა.

კორონავირუსის გართულებებით გარდაცვალების რიცხვთა ზრდასთან დაკავშირებით პლევრიმ ისიც აღნიშნა, რომ “დელტა” მუტაციამ დაგვანახა ვაქცინაციის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი, ბევრმა ადამიანმა კი, საავადმყოფოში მისვლა დაიგვიანა. მინისტრმა პრობლემა უწოდა სხვადასხვა რეგიონებში ჯანდაცვის სისტემის გაუმართავობას, ვინაიდან ვერ ხდება პაციენტებისთვის საჭირო დახმარების გაწევა. რეგიონებში ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და მეორეს მხრივ, მოსახლეობამ ვაქცინაცია უნდა გაააქტიუროს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პლევრიმ განაცხადა, რომ ჯანდაცვის მუშაკები გათავისუფლდებიან სამსახურებიდან ან ისევ გაუხანგრძლივდებათ კონტრაქტის შეჩერება, თუ 31 მარტამდეც არ აიცრებიან (როდესაც ვადა იწურება).

“კონტრაქტების შეჩერებას გავახანგრძლივებთ დაახლოებით წლის ბოლომდე, ამავდროულად გამოცხადდება მიღება 4000-მდე სამუშაო ადგილზე, ვინაიდან ის მედიკოსები, რომლებიც არ არიან აცრილები, არ შეიძლება იყვნენ ჯანდაცვის სისტემაში.”

ამრიგად, პლევრი აცხადებს, რომ 2022 წელს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები სამსახურებს არ დაუბრუნდებიან, ან საერთოდ გათავისუფლდებიან ან მთელი წლის მანძილზე არ ექნებათ მუშაობის უფლება.

onalem

ტესტ