fbpx
საბერძნეთი

კიდევ რამდენ ხანს გასტანს საბერძნეთში იზოლაცია და გადაადგილების აკრძალვა?!

მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა სტაბილურია და საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს, ყურადღების მოდუნება ახლა ყველაზე მძიმე შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს. ქვეყანა უკვე სამი კვირაა კარანტინშია და მოსახლეობას აქვს კითხვა, როდის მოიხსნება დაწესებული შეზღუდვები.

როგორც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები აცხადებენ, ზომების მოხსნა ერთბაშად ვერ მოხდება, მაგრამ არსებობს გარკვეული პროგნოზი, თუ რამდენ ხანს შეინარჩუნებს საბერძნეთი კარანტინის პირობებს.

სოტირის ციოდრასი აცხადებს, რომ ზომები მომდევნო კვირების მანძილზე კვლავ შენარჩუნდება და ხაზს უსვამს, რომ ჩვენ, თითოეული მათგანი, ვართ რისკის ქვეშ.

“რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვირუსის არსებობა გავახანგრძლივოთ. არამედ იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანი დაუცველი არ აღმოვჩნდეთ ვირუსის წინაშე. ჩვენ ყველანი ვართ საფრთხის ქვეშ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზომები გასტანს ძალიან დიდხანს, ეს დამოკიდებულია ეპიდემიის კურსზე და სავარაუდოდ, მომდევნო ორი-სამი კვირა კიდევ გაგრძელდება,” აცხადებს პროფესორი.

რაც შეეხება ზაფხულის თვეებს, ციოდრასი ამბობს, რომ კორონავირუსი არ გაქრება, არამედ გვექნება ძალიან მცირე შემთხვევები და ინფიცირების ნაკლები რისკი.

საბერძნეთი არ არის იღბლიანი რომ არ ჰგავს იტალიასა და ესპანეთს, არამედ ქვეყანა დროულად მოქმედებამ იხსნა უსასრულო ტრაგედიებისგან. ახლა ამ შედეგების შენარჩუნების და საზოგადოების მხრიდან პასუხისმგებლობის გამოჩენის დროა.

onalem

ტესტ