fbpx
საბერძნეთი

სათვალთვალო კამერები ყველგან! – რას მოაწერა ხელი საბერძნეთის პრეზიდენტმა, ეკატერინი საკელაროპულუმ

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პრეზიდენტმა, ეკატერინი საკელაროპულუმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, სათვალთვალო სისტემების გამოყენების შესახებ, საზოგადოებრივ ადგილებში.

ფაქტობრივად, ბრძანებულებაში განმარტებულია, რომ კამერები უნდა დამონტაჟდეს ყველა საჯარო სივრცეში და იწერდეს, როგორც ვიდეო, ასევე აუდიო მასალას, ანუ ხმას.

როგორც ირკვევა, მთავრობა ამ საშუალებით საგზაო მოძრაობის დარეგულირებას, უბედური შემთხვევების პრევენციასა და საგანგებო სიტუაციების მართვას გეგმავს.

ამრიგად, კანონდარღვევების შემთხვევაში ისეთ ადგილებში, სადაც ამ დრომდე არ იყო საგზაო პოლიციის მიერ მართული კამერები, მძღოლს ჯარიმა მაინც მიუვა, რადგან დარღვევის დაფიქსირება ახალი კამერებით მოხდება.

როგორც საკელაროპულუს ბრძანებულებაში წერია, მიუხედავად ყველაფრისა, გარანტირებული იქნება პერსონალური მონაცემების დაცვა.

onalem

ტესტ