fbpx
საზოგადოება

ტრაგედია კრეტაზე: იმიგრანტების ნავის ჩაძირვას ორი ბავშვისა და ორი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ კრეტას წყლებში, სანაპიროდან დაახლოებით 12 მილის მოშორებით, იმიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. 61 იმიგრანტი თურქეთიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე შემოვიდა, თუმცა, ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა.

ირკვევა, რომ წყლიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს ორი ბავშვი და ორი ქალი, 57 მათგანის გადარჩენა კი მოხერხდა.

ამას გარდა, ამ დრომდე ეძებენ 14 სხვა იმიგრანტს, რომელიც მათივე ინფორმაციით, ნავზე იმყოფებოდა.

ადგილზე მუშაობს, როგორც სანაპირო დაცვის ნავები, ასევე ორი გემი და ვერტმფრენი.

onalem

ტესტ