fbpx
საზოგადოება

“ყანა გავყიდე, რომ ეს მანქანა მეყიდა, 65.000 ევრო ღირდა, მაგრამ როცა ამ ქვეყნიდან წავალ, მინდა უკან რამე დავტოვო” – მიცოტაკი ქალბატონ ათინას დაუკავშირდა

როგორც უკვე ცნობილია, მესოლონგიში პენსიონერმა ქალბატონმა, ათინა პაპახრისტუმ, საავადმყოფოს 65.000 ევროს ღირებულების თანამედროვე, სრულად აღჭურვილი მანქანა გადასცა, რომელიც ქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკი ქ-ნ პაპახრისტუს დაუკავშირდა და მადლობა გადაუხადა ქვეყნის კეთილდღეობაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის.

“ღმერთს ვევედრებოდი, რომ ამ ქვეყნიდან ისე არ წავსულიყავი, როგორც ჩემი მეუღლე, ტანჯვით და დახმარების შესაძლებლობის გარეშე. რამდენჯერაც სასწრაფო დახმარება გვჭირდებოდა, იმდენჯერ არ იყო ხელმისაწვდომი მანქანა, ამიტომ თანხა, რომელსაც მაქსიმალურად ვზოგავდი სიბერისთვის, ავიღე, შემდეგ ერთი ყანა გავყიდე, დავამატე და ეს მანქანა შევიძინე. 65.000 ევრო დამიჯდა, მაგრამ მინდა, რომ ამ ქვეყნიდან როცა წავალ, უკან რამე დავტოვო. რად მინდა თანხა?! იმ ქვეყნად არავის არაფერი მიგვაქვს. 

მინდა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა მთელ ქალაქს ემსახურებოდეს. არ მინდა, რომ პატრაში წავიდეს და ისევ უმანქანოდ დავრჩეთ, მინდა ჩვენს განკარგულებაში იყოს,” ამბობს ქ-ნ ათინა.

onalem

ტესტ