fbpx
საბერძნეთი

8 წლიანი პატიმრობა ბერძენ ქალს, რომელიც ნათესავის სახელით სესხებსა და დახმარებებს იღებდა

გავრცელებული ინფორმაციით, პერამაში დააკავეს 47 წლის ქალი, რომელსაც ბრალად საბუთების გაყალბება და თაღლითობა ედება.

საქმის მასალების მიხედვით, ის სხვადასხვა ბანკებში ხსნიდა ანგარიშებს და იღებდა სამომხმარებლო სესხებს, მაგრამ არსად არ აფიქსირებდა თავის მონაცემებს, არამედ იყენებდა სრულიად სხვა ადამიანის სახელსა და გვარს. აღმოჩნდა, რომ ბანკების ბაზებში ფიქსირდებოდა მისი ნათესავის მონაცემები და სწორედ მისი სახელის გამოყენებით, ხელმოწერის გაყალბების ფონზე იღებდა სესხებს, შემდეგ კი, ცხადია, არ აბრუნებდა, ვინაიდან პირადად მის სახელზე არაფერი ჩანდა.

ამას გარდა, როგორც გაირკვა, მას განვადებით გამოჰქონდა ტექნიკა და იღებდა გარკვეულ დახმარებებს ისევ სხვისი მონაცემებით და საბუთების გაყალბებით.

47 წლის ქალს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

 

onalem

ტესტ