fbpx
საბერძნეთი

ბერძნების 83% ცდილობს, რომ დღეში მინიმალური თანხა დახარჯოს, წელს კი, შობას გაცილებით ხელმომჭირნედ შეხვდება

ევროპის მოქალაქეებს ინფლაციის შედეგებთან გამკლავება დღემდე უწევთ. ეს თითქმის ყველა ქვეყანას ეხება, საბერძნეთი კი, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე რთულ მდგომარეობაშია. როგორც ბოლო კვლევები აჩვენებს, მოქალაქეებს უჭირთ, რომ ელემენტარულ ხარჯებსაც კი გაუმკლავდნენ, საშუალო ხელფასი და პენსია არ არის საკმარისი, რომ საცხოვრებელი და კვების ხარჯები დაფარონ.

ოჯახები თანხებს უკვე ხარჯავენ დანაზოგიდან, საკრედიტო ბარათების გამოყენებით და ზოგ შემთხვევებში, ე.წ. “შავ ფულსაც”. საბერძნეთში გამოკითხული ბერძნების 79% აცხადებს, რომ დღესასწაულებზე, მაგალითად შობას, გაცილებით ხელმომჭირნე იქნება, ხარჯვის თვალსაზრისით, ვიდრე წინა წლებში იყო, 83% კი, ცხადებს, რომ ცდილობს შეამციროს ხარჯები არა მხოლოდ სადღესასწაულოდ, არამედ ყოველდღიურად, 56% იძულებულია, რომ ხარჯებთან გასამკლავებლად გამოიყენოს დანაზოგი.

კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ “ზეწოლა” იმდენად დიდია, რომ მომხმარებელთ 22%-მა დროულად ვერ გადაიხადა მინიმუმ 1 გადასახადი მაინც.

რაც შეეხებათ მათ, ვისი ფინანსური მდგომარეობაც ბოლო 12 თვეში გაუმჯობესდა, ასეთი გამოკითხულთა მხოლოდ 33%-ია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთში 10-დან 3 ადამიანი თვეში იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე ოფიციალური ხელფასი უფიქსირდება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მათ აქვთ შემოსავლის არაოფიციალური წყარო, რომლის გარეშეც “გადარჩენა” უკვე შეუძლებელი ხდება.

onalem

ტესტ