fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი სამუშაოების დათვალიერებისას 18 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ტრაგედია ვოლოსში მოხდა, სადაც 50 წლის დიმიტრის ანტონოპულუ საკუთარი სამუშაოს შესრულების დროს გარდაიცვალა. მამაკაცი ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი იყო და საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული თითოეული შენობის მშენებლობის პროცესში, ხშირად ატარებდა დათვალიერებას და ამოწმებდა ხარისხს. ახლაც სწორედ ამ მიზნით იყო მისული ინოფიტას ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობდა.

მამაკაცი დაახლოებით 18 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, შენობის სახურავზე, სადაც კონკრეტული ნაწილების განლაგება უნდა შეემოწმებინა. გარკვეულ მომენტში დააბიჯა ე.წ. პლექსიგლასს, იგივე გამჭვირვალე პლასტმასს, რომელიც, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა უსაფრთხო, გატყდა და ანტონოპულუ გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამედიცინო ბრიგადამ ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლო, რადგან 50 წლის მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

მისი თანამშრომლები ჰყვებიან, რომ დიმიტრი განსაკუთრებით კარგი დამსაქმებელი იყო და მუდმივად ზრუნავდა მათ უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში იმას ეუბნებოდა, რომ სახლებში ჯანმრთელები უნდა დაბრუნებულიყვნენ, სამწუხაროდ, საბოლოოდ თავად შეეწირა საკუთარ საქმეს.

 

onalem

ტესტ