fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

შემზარავი შემთხვევა კორინთოში: მეთევზემ თავისი ნავის ქვემოთ 6 წლის გოგონას ცხედარი იპოვა

კორინთოდან გავრცელებულმა ამბავმა, რომელიც 6 წლის გოგონას უკავშირდება, საზოგადოება შეძრა. როგორც ირკვევა, 6 წლის ამელია წყალქვეშა მეთევზემ საკუთარი ნავის ქვეშ იპოვა, სამწუხაროდ, ბავშვი უკვე დამხრჩვალი იყო და ექიმებმა ვერაფრის გაკეთება ვეღარ შეძლეს.

როგორც ირკვევა, მისი მშობლები ალბანეთიდან არიან, მამამ ბავშვი დედისგან წამოიყვანა და სანაპიროზე გავიდნენ (ცოლ-ქმარი განქორწინებულია), ვინაიდან ციოდა და ბანაობისთვის არ იყო შესაბამისი ამინდი, საცურაო კოსტიუმები არ წაუღიათ. ამელიას უყვარდა იქ არსებულ კონკრეტულ ნავზე ასვლა და იქ ხატვა. მამას სთხოვა, რომ ნავზე ასულიყვნენ, მაგრამ თავიდან უარი უთხრა. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი გაჯიუტდა (ასე ამბობს მამა), მან სამაშველო რგოლი აიღო და ნავისკენ ცურვა დაიწყეს, რომელიც დაახლოებით 25 მეტრში იყო ნაპირიდან. მამაკაცის ჩვენების მიხედვით, ნავზე ასვლა სცადეს, მაგრამ დაცურდა, სამაშველო რგოლიც დაკარგა და ბავშვი ნავის ქვემოთ მოექცა. წყალში არ ჩაყვინთა მის საშველად, რადგან, როგორც განმარტავს, ასთმა აქვს და სუნთქვის შეკავება არ შეუძლია.

ბავშვის მამა თავიდან დააკავეს, მაგრამ მოგვიანებით პირობებით გაათავისუფლეს: მას ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება და ვალდებულია ყოველ თვეში განყოფილებაში გამოცხადდეს, საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, ვინაიდან ბევრი დეტალი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

onalem

ტესტ