fbpx
კრიმინალი

“ბავშვის მამა აბსოლუტურად მშვიდი იყო, როცა მოვიდა, ტანსაცმელი მშრალი ჰქონდა” – ტრაგედია კორინთოში

კორინთოში გარდაცვლილი 6 წლის გოგონას საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვა და გაურკვევლობა, განსაკუთრებით 6 წლის ამელიას მამასთან მიმართებაში, რომელიც, როგორც ჩანს, ბავშვს არ დაეხმარა, როდესაც იხრჩობოდა.

წყალქვეშა მეთევზე, რომელმაც ბავშვი ნავის ქვეშ იპოვა, ჰყვება: “ბავშვი ნაპირიდან 10-15 მეტრის მოშორებით ვიპოვე, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვა. როცა მამა მოვიდა, აბსოლუტურად მშვიდად გამოიყურებოდა, პანიკაში არ ყოფილა, მხოლოდ პოლიციელს ეკითხებოდა, ცოცხალი იყო თუ არა მისი შვილი. ამბობდა, რომ სახლში წავიდა, რათა ტელეფონი დაეტენა და დახმარება გამოეძახა. როცა მოვიდა, ტანსაცმელი მშრალი ჰქონდა.”

ის იმასაც დასძენს, რომ მამა-შვილი შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით მდებარე ტავერნაში მიირთმევდნენ, სადაც ასევე არსებობს სანაპირო. მას უკვირს, რატომ არ გავიდნენ იქ მას შემდეგ, რაც მიირთვეს და რატომ წაიყვანა ბავშვი 6-7 კილომეტრის მოშორებით იქ, სადაც არავინ არის და შეიძლება ითქვას, უკაცრიელი სანაპიროა.

ალბანელი მამაკაცი ამ დროისთვის თავისუფალია, თუმცა, დაწესებული აქვს შეზღუდვები. სტავროს ბალასკას თქმით, როდესაც მშობელი, რომელსაც საკუთარი შვილი უყვარს, ხედავს, რომ ის საფრთხეშია, ყველაფერს აკეთებს მისი გადარჩენისთვის და სხვა არაფერი ახსოვს, თუმცა, რა მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოძიება დაადგენს.


*ფოტოზე მოცემულია მეთევზე, რომელმაც ბავშვი იპოვა.

onalem

ტესტ