fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის საზღვარზე პოლიციამ ხუთი კაცი და ერთი ქალი ყალბი პასპორტებით დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააპატიმრა, რომელიც ქვეყნის დატოვებას ყალბი პასპორტებით ცდილობდა. როდესაც ისინი საზღვარზე თანამშრომლებმა შეამოწმეს, დაფიქსირდა, რომ მათი პირადი მონაცემები პასპორტში მითითებულ მონაცემებს არ ემთხვეოდა და საბუთები ყალბი იყო.

როგორც ცნობილია, ისინი ცრუობდნენ, რომ საფრანგეთის, უნგრეთის და იტალიის მოქალაქეები იყვნენ. ირაკლიოს აეროპორტიდან კი შვეიცარიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და ბელგიაში გამგზავრებას ცდილობდნენ.

თითოეული ყალბი დოკუმენტის თანხლებით დაკავებულები პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი ბრალდებით გაასამართლებენ.

პოლიცია ცდილობს დაადგინოს, თუ სად აიღეს მათ აღნიშნული პასპორტები და რამდენი ევრო გადაიხადეს ამ ყველაფერში.

ყალბი პასპორტების დამზადება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საბერძნეთში უკვე დიდი ხანია მომგებიან ბიზნესად იქცა.

 

 

onalem

ტესტ