fbpx
საბერძნეთი

“ხშირად მომისმენია, რომ ამბობენ, როგორი გამხდარი ვარ, მე კი მგონია, რომ ქალს წონა ვერ შეაჩერებს ჩაიცვას ის, რაც უნდა” – თამთა

თამთამ ინტერვიუ მისცა გადაცემის, “Χαμογέλα και πάλι”-ს ჟურნალისტს და ისაუბრა ჩაცმულობაზე, იმაზე, განუსჯიათ თუ არა ის საკუთარი წონის გამო და ხაზი გაუსვა, რომ ქალბატონებისთვის არ არსებობს დაბრკოლება, თუკი რომელიმე სამოსის მოხდენა სურთ.

“ხშირად ვფიქრობ, აქვს თუ არა ჩაცმას ასაკი, სარკეში რომ ვიყურები, ვფიქრობ ხოლმე, ასე ხომ 15 წლის ასაკში ვიცვამდი. მაგრამ მგონია, რომ შეგიძლია აკეთო რაც გინდა, ნებისმიერ ასაკში. ყველას შეუძლია ჩაიცვას, რაც უნდა. არაერთხელ მცმია ისეთი რამ, რასაც დიდი კრიტიკა მოჰყოლია. მერე რა?!

ეს არაფერს ნიშნავს. ქალს თავისი სხეულის ფორმები და წონა ვერ შეაჩერებს, თუკი რაიმეს მოხდენილად ჩაცმა უნდა. თუ სარკეში იყურება და მოსწონს, რასა ხედავს, მაშინ სწორად იქცევა, რომ ატარებს იმას, რაც უნდა. ხშირად მომისმენია, რომ ამბობენ, როგორი გამხდარი ვარ, მომისმენია ძალიან მკაცრი კრიტიკა ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით.”

თამთა შეეხო ევროვიზიის საკითხსაც და აღნიშნა: “რომ მქონდეს იღბალი და სიამოვნება, რომ რომელიმე ქვეყანა ისევ წარვადგინო ევროვიზიაზე, ბევრად უფრო მომთხოვნი ვიქნებოდი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მინდა მე. როცა კვიპროსის წარსადგენად გავედი, მაშინ არ მქონდა 100%-იანი არჩევანი გარკვეულ საკითხებში.”

onalem

ტესტ